კარტინგის ჩემპიონატი

იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გაიმართა კარტინგის ჩემპიონატი, რომელშიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და ცენტრალური აპარატის გუნდები მონაწილეობდნენ.

ტურნირში გამარჯვებული 6 მონაწილიდან 4 საპრიზო ადგილი საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა დაიკავეს.

ქალთა შორის კარტინგის ჩემპიონატის სამივე საპრიზო ადგილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გოგონებმა დაიკავეს.

პირველი ადგილი - ნანა ნადირაშვილი, სამისამართო დეპარტამენტის რეგისტრატორი;

მეორე ადგილი - ია გვაზავა, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი;

მესამე ადგილი - ია მაჭარაშვილი, სამისამართო დეპარტამენტის მენეჯერი.

ასევე, ჩემპიონატის გამარჯვებული და საპატიო მესამე ადგილის მფლობელია ბიჭებში - შოთა მეიშვილი, გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტი.

პირველი და მეორე ადგილი ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებმა დაიკავეს.

იუსტიციის სამინისტროში შიდა სპორტული ღონისძიებები სისტემატურად იმართება და მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განსაკუთრებით ულოცავს გამარჯვებულ ქალებს.